Search
Filters
Close
banner

Welcome to our store

Chicco“ (კიკო) – ყველგან სადაც ბავშვია“  ეს არის ბრენდის სლოგანი, რომელიც გამოარჩევს მას სხვა ანალოგიური ბრენდებისგან.

  Chicco (კიკო) წარმოადგენს საბავშვო პროდუქციის იტალიურ ბრენდს, რომელიც დაარსდა იტალიის ქალაქ კომოში 1958 წელს და უკვე 60   წელია  ერთგულად ემსახურება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, ქმნის უმაღლეს პროდუქციას ბავშვისა და მშობლის მოთხოვნების შესაბამისად.      მთელი ამ ხნის მანძილზე ის საფუძვლიანად სწავლობს ბავშვის განვითარების თავისებურებებს და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ზედმიწევნით იყენებს პროდუქტის შექმნის დროს. 

Chicco გთავაზობთ: ახალშობილთათვის განკუთვნილ პირველადი მოხმარების ნივთებს, კოსმეტიკურ საშუალებებს, სათამაშოებს, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სამგზავრო და დასვენებისთვის საჭირო ნივთებს და სხვა.

ბავშვის ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო, ხარისხიანი და კომფორტული, მორგებულია ბავშვის მოთხოვნებზე ზრდისა და განვითარების ყველა ეტაპზე - კიკოს პროდუქციის ეს ძირითადი მახასიათებლები  განაპირობებს ბრენდის აქტუალობას და პოპულარობას მსოფლიოში.

კიკოს პროდუქციის მწარმოებელი ქარხნების უმეტესობა იტალიაში მდებარეობს. პროდუქციის შესაქმნელად საჭირო ნედლეულის სრული კონტროლი და ტესტირება ხორციელდება იტალიის წამყვანი უნივერსიტეტის ლაბორატორიების ექსპერტების  და დერმატოლოგების მიერ. საცალო ვაჭრობის ქსელი მსოფლიოს 120 ქვეყანას მოიცავს და მხოლოდ იტალიაში 300 ბრენდირებული მაღაზიაა.

კიკოს პროდუქციის ხარისხი აკმაყოფილებს უმაღლესი სტანდარტის მოთხოვნებს ISO 9001:2008.

Chicco-ს უნიკალური პროდუქციის შექმნაში მონაწილეობს ,,Chicco-ს ობსერვატორია’’, რომელიც თანამშრომლობს ექიმებთან, ფსიქოლოგებთან და იკვლევს ბავშვის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპებს სიცოცხლის პირველივე დღიდან.

თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან  და მუდმივად კრებს რჩევებს და რეკომენდაციებს მშობლებისგან, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან რა სჭირდებათ და რა უნდათ ბავშვებს.

„კიკოს ობსერვატორია“ ესწრაფვის სრულად და უშეცდომოდ გამოიყენოს კვლევების  შედეგად დაგროვილი გამოცდილება. დიზაინერებთან თანამშრომლობით ქმნის რა სპეციფიურ, პრაქტიკულ, მაღალხარისხიან პროდუქციას უნიკალური და უსაფრთხო  დიზაინით,  გვთავაზობს პროდუქტთა სრულ ასორტიმენტს, რაც ეხმარება მშობელს ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ყოველდღიური პრობლემების  მარტივად გადაწყვეტაში.

 ,,ჩვენი საქმე საუკეთესოა მსოფლიოში. ბედნიერები ვართ, რომ მთელ დროს იმაზე ფიქრს ვუთმობთ, თუ როგორ მივანიჭოთ პატარებს ბედნიერება. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საქმისთვის საუკეთესო ჯილდოს დავიმსახურებთ და ეს ჯილდო ბავშვის ღიმილია!" – "კიკოს ობსერვატორია".

 კიკოს ოფიციალურ დისტრიბუციას საქართველოში წარმოადგებს კომპანია "პრემიერი", რომელიც დაარსდა 1998 წელს. 2015 წლიდან კომპანიაში მომხდარი რეორგანიზაციის შედეგად შპს "პრემიერი" ჩამოყალიბდა ახალ იურიდიულ სუბიექტად და მას ეწოდა შპს „პრემიერი 2015“, დღეისათვის „პრემიერი 2015“ აქტიურად თანამშრომლობს სააფთიაქო ქსელებთან: ჯი-პი-სი, ავერსი, ფარმადეპო და სხვა, ხოლო "კიკო"-ს სახელობით მაღაზიაში რომელიც განთავსებულია მისამართზე ალ. ყაზბეგის გამზ. №24ბ წარმოდგენილია "Chicco"-ს პროდუქციის სრული ასორტიმენტი.